ეკატერინე ტიკარაძე - თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება რეგულაციები, რაც დღესაა შენარჩუნებული, ეპიდვითარების მართვას შევძლებთ

თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება ის რეგულაციები, რაც დღეს კიდევ არის შენარჩუნებული, ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება ვმართოთ. თუ ეს ღონისძიებები დაცული არ იქნება, რისკი იზრდება და შემდეგ საბჭო იმსჯელებს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, იმისთვის, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდეს, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები უნდა დაიცვან.

„ჩვენ გარკვეული მოწოდებები გვაქვს, თუ რამდენი ადამიანის შეკრებაა დასაშვები და მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ. იმპერატიული შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უარესდება ეპიდსიტუაცია და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეპიდსიტუაციის გაუარესება. იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო