ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეს რაოდენობა მაინც არასაკმარისია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეს რაოდენობა მაინც არასაკმარისია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ამ ეტაპზე დღეში მინიმუმ 3 ათასი ვაქცინა უნდა ტარდებოდეს.

“დღეს უკვე იცით, რომ ქვეყანაში „ფაიზერით“ აცრა დაიწყო. დილის მონაცემებით, ქვეყნის 6 კლინიკაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს, ადამიანები აქტიურობენ. გუშინ უკვე „ასტრაზენეკაზე“ ამცრელთა რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, თუ გუშინწინ სულ 70 იყო, გუშინ 700-ზე მეტი აცრილთა რაოდენობა იყო, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. დღეში სულ მცირე, 3 ათასი უნდა გვქონდეს ამ ეტაპზე, მარტ-აპრილ-მაისში, რომ ჩვენ ქვეყანაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. თანდათან მეტი ვაქცინა შემოვა. მეტი აქტიურობა გვინდა იმიტომ, რომ პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის“, -განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მეტი მოწოდება და აქტიურობაა საჭირო, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად გაფართოვდეს.

„დღეს ქვეყნის 6 კლინიკაში, თბილისში ოთხ და თითო-თითო კლინიკაში ბათუმსა და ქუთაისში „ფაიზერით“ აცრები დაიწყო. გრძელდება „ასტარზენეკაზეც“ აცრა, უფრო და უფრო აქტიურდება, მეტი მოწოდება და აქტიურობა გვჭირდება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად გაფართოვდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა