ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება

ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება, თუმცა ვთვლით, რომ მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ყველა მოქმედი ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიის მატებასთან მიმართებაში. ევროპაში პირიქით, მიმდინარეობს გამკაცრებები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, ნამდვილად არ უნდა, რომ მიმართოს ისევ, ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც ჩვენ შარშან გაზაფხულზე და ზამთარში გვქონდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მომატებულია პაციენტთა მომართვიანობა. დღესდღეობით კლინიკებში იმყოფება 1624 მოქალაქე, აქედან 68 მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა საყურადღებოა“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო