ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მალე ჩინური, „სინოფარმის“ ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ქვეყანაში მალე შემოვა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, რითაც დაახლოებით 70 მილიონი ადამიანია აცრილი.

“ჯერ ერთი, „სინოფარმის“ ვაქცინა და „სინოვაკი“ რიგში დგანან, რომ დიდი ალბათობით მალე მიიღებენ ჯანმო-ს ავტორიზაციას. მეორე - საქართველოს კანონმდებლობაში არის ასეთი მუხლი, რომ საქართველოს შემოაქვს ე.წ აღიარებითი რეჟიმი. „აღიარებითი რეჟიმი“ ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებლები და მათ შორის უნგრეთის მარეგულირებლებია. ამიტომ, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე შემოვა და მას მალე ექნება ჯანმო-ს აღიარება. თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა დღეს მსოფლიოში. ამ ვაქცინით დაახლოებით აცრილია 70 მილიონი ადამიანი, მათ შორის, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. სხვადასხვა კვლევებით საკმაოდ კარგი შედეგებით ხასიათდება. ჩინეთი ახლა ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, მას 5 ვაქცინა აქვს, 2 უკვე ჩინეთს გარეთ გამოყენებაშია დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში. ხოლო, ჩინეთში დამატებით თვითონ კიდევ აქვთ 3 ვაქცინა,რომელსაც ასევე თვითონ ჩინეთი იყენებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა