იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, მიეცემა თუ არა ვაქცინაციის შესაძლებლობა დამატებით ადამიანთა ახალ ჯგუფს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაციისას კიდევ ერთი ჯგუფის დამატებაზე იმსჯელებენ.

როგორც ტიკარაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საყოველთაო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყევტილება დასკვნების საფუძველზე, მსჯელობის შედეგად უნდა იქნეს მიღებული.

ამასთან, როგორც მინისტრი განმარტავს, პენსიონერების მხრიდან კორონავირუსზე რეგისტრაციის სურვილი საგრძნობლად გაიზარდა.

„ხვალ არის საბჭო, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ შემდეგი ჯგუფის დამატებაზე და შესაბამისად, ერთობლივად გამოვიტანთ დასკვნას ამასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან , რომ რეგისტრაცია საგრძნობლად გაიზარდა უბედური შემთხვევის შემდეგ, ასევე, საკმაოდ აქტიურები არიან ჩვენი პენსიონრები, ჩვენ ალბათ, დაველოდებით და მათ მივცემთ საშუალებას, რომ ისარგებლონ იმ პრიორიტეტული რიგით , რომელიც მათ ეკუთვნით და მიანიჭა საბჭომ“ , - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო