ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ ოპოზიციას, გაიაზროს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა და თუნდაც ერთჯერადად, ამ ცვლილების მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში

იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომელიც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, „ქართული ოცნების“ თუ ხელისუფლების მიმართ დააყენებს მეორე და მესამე ადგილზე და პრიორიტეტს მიანიჭებს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და დაპირისპირება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იოსელიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ კოლეგებს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მანდატები მიიღეს, პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად შევიდნენ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 3%-იანი ან კიდევ ურო დაბალი ბარიერით. კარგად მინდა ეს ესმოდეს ჩემს კოლეგებს, რომლებსაც აქვთ მანდატი და დღეს არ იმყოფებიან პარლამენტში. მთელი ეს პერიოდი ამას ვამბობ და ახლაც ვიმეორებ - იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომელიც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, „ქართული ოცნების“ თუ ხელისუფლების მიმართ დააყენებს მეორე და მესამე რიგში და პირველ რიგში დააყენებს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და დაპირისპირება და 2024 წელს მაინც შევქნათ ისეთი გარემო, სადაც მრავალპარტიული და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიები იქნებიან წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გაიაზრონ ამ ცვლილებების მნიშვნელობა და თუნდაც ერთჯერადად, ამ ცვლილების მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში. ეს საკითხი გავიტანოთ პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა“, - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა