ბექა ფერაძის განცხადებით, ღამის კლუბის ორგანიზებისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ერთი მათგანის საქმე კი განმეორებითი დარღვევის გამო, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა რეაგირებისთვის

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შაბათ-კვირას სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ერთ-ერთი მათგანის საქმე კი განმეორებითი დარღვევის გამო, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა რეაგირებისთვის.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაცოო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, ბოლო 3 დღეში 382 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 311 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაფრთხილება გაიცა.

„ასევე, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა მიუხედავად მისი მასშტაბისა.

10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება კითხვარის საშუალებით, 50 ობიექტი გადამოწმდა ე.წ. კომენდანტის საათის შემდგომ, რამდენად ასრულებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დადგინდა რომ პროტოკოლოთ განსაზღვრული მოთხოვნები სრულად იყო დაცული.

გარდა ამისა, შაბათ-კვირას, 27-28 მარტს, განვახორციელეთ მონიტორინგი 21:00 საათის შემდეგ და მოგვიწია 6 ფიზიკური პირის დაჯარიმება სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისთვის, ერთ-ერთი მათგანი განმეორებითი დარღვევისთვის გადაეცა კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა