ლევან ბეჟაშვილი - „მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა“ - ესაა „ოცნების“ მორიგი ტყუილი, გირაოს შესახებ განჩინება ანულირებულია

„ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან აპელირება - „მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა“, სრულიად აბსურდი და მორიგი ტყუილია.

როგორც პარტიის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, გირაოს შესახებ განჩინება მას შემდეგ ანულირდა, რაც მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა“ - ესაა „ოცნების“ მორიგი ტყუილი. ცდილობენ ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გირაოს შესახებ განჩინება მას შემდეგ ანულირდა, რაც მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან მელიას დაკავება პოლიტიკური აქტი იყო, ამიტომ პოლიტიკური შეთანხმებით უნდა გამოვიდეს“, - აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო