დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, არსებული პროცედურების შესაბამისად, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხი განიხილონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის მიმართ და აღნიშნა, რომ როგორც მისი, ასევე გარდაცვლილის ოჯახის თხოვნაა, საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული.

გარდა ამისა, ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, არსებული პროცედურების შესაბამისად, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხი განიხილონ.

„მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ, ის აქტიური იყო ამ უხილავ მტერთან - კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება. ოჯახის მოთხოვნა და ასევე, ჩემი თხოვნაა, გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რომ ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იყოს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს სიცოცხლე დავუბრუნოთ, თუმცა მისი ოჯახის და მისი შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას“,-განაცხადა ობოლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა