შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განცხადებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა და 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა კი 6 212 ობიექტს შეუჩერდა.

ამასთან, როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის მცირედი გაუარესება, რის გამოც, მონიტორინგის ჯგუფები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას და მომავალში გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა იქნება კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე.

"2020 წლის 28 ნოემბრიდან ჯამში განვახორციელეთ 58 215 ობიექტის ინსპექტირება. ამ პროცესში ჩართულია ყველა ის საზედამხედველო უწყება, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობს დადგენილების მიხედვით. ეს არის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსური პოლიცია და ა.შ.

ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, 58 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს. რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით განხორციელდა 1 000-მდე ობიექტის შემოწმება. განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა უკვე 16 917 ობიექტზე და დადგინდა, რომ განმეორებითმა ინსპექტირებამ გამოიღო შედეგი",-აცხადებს ბექა ფერაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა