სოზარ სუბარი კითხვაზე, მზაადაა თუ არა მმართველი გუნდი ხელი მოაწეროს შეთანხმებას - დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება

ულტიმატუმების ენით საუბარი, რაც ვერ და არ მოიშალა ოპოზიციამ, მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე, რომ ჩაშალონ მოლაპარაკება, არ მოაწერონ ხელი არაფერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, თავად მმართველი გუნდი არის თუ არა მზად ხელი მოაწეროს დღეს დოკუმენტს, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მაგიდაზე დადებს, სუბარი პასუხობს - "შევხედოთ, დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება".

სუბარი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში სიტუაციის არევა სურს, თუმცა, იქვე მაინც გამოთქვამს იმედს, რომ კომპრომისებზე ოპოზიციაც წამოვა და შეთანხმება მიიღწევა.

"მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, იყოს ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა და არ დალაგდეს სიტუაცია, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც კოვიდის დარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე, როგორიც არის საქართველოს განუხრელი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ ისინი თავის შანსს, რომ როგორმე კიდევ ერთხელ ჩაიგდონ ეს ქვეყანა ხელში. მე მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს აეხდება ფარდა, მოახლოვდა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველაფერი ითქმევა ხმამაღლა. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ოპოზიციაც წამოვა კომპრომისებზე და მივაღწევთ იმ შეთანხმებას, რაც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის,"- განაცხადა სუბარმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა