სოზარ სუბარი - ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ არანაირი ფული არ აქვს, არც იცნობს ნიკა მელიას, უბრალოდ შეეცოდა და იწყებს "ფანდრაიზინგს"

გაუგებარია და კომიკურია, რატომ ატეხეს ჟრიამული ვიღაც ადვოკატის თუ ფსიქოლოგის გუშინდელ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ იწყებს "ფანდრაიზინგს", რომ ნიკა მელია გამოიყვანოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ბესიკ ბოგველის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. სუბარის თქმით, როცა ოპოზიცია სამართლებრივ ნონსენსზე საუბრობს, გაუგებარია "თუ გირაოთი მელიას გამოშვება შეუძლებელია, რატომ ატეხეს მათ ასეთი ისტერია." სუბარის განცხადებით, როგორც კი მელია, მისი ოჯახის წევრი ან მისი პარტია გირაოს თანხას გადაიხდის, ნიკა მელია ციხიდან გამოვა.

"მათ კარგად იციან, რომ რა წამს ფულს გადაიხდიან, მელია იქნება თავისუფალი, უბრალოდ მათ ამის გაკეთება არ უნდათ და ტყუილად ტეხენ ხმაურს ვიღაც ადვოკატების თუ ფსიქოლოგების არასერიოზულ განცხადებებზე, რომ "ფანდრაიზინგი" მიმდინარეობს, რომ მელია გათავისუფლდეს, მელია გათავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როცა ნიკა მელია ან მისი ოჯახის წევრები, ან მისი პარტია გადაიხდის ამ თანხას. სამართლებრივ ნაწილზე ალბათ პროკურატურა გააკეთებს განმარტებას, არაერთხელ გაუკეთებია და თუ საჭიროდ ჩათვლის, კიდევ ერთხელ გააკეთებს, მე აღარ შევალ ამ დეტალებში თუ ვის შეუძლია, რატომ შეუძლია და როგორ შეუძლია გადახდა.

რაც შეეხება ბოგველის განცხადებას, ძალიან სასაცილო იყო, როცა სრულიად არასერიოზულ თემას ასეთი პრესკონფერენცია მიუძღვნეს ჯერ ადვოკატებმა, მერე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მერე მხარდამჭერებმა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ არანაირი ფული არ აქვს, არც იცნობს მგონი ნიკა მელიას და თქვა, რომ უბრალოდ შეეცოდა და იწყებს "ფანდრაიზინგს",- აცხადებს სუბარი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით კი , ნიკა მელიასთვის 40 000 - ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა