საგამოძიებო სამსახურში პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, სამსახურის განვლილი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ “უწყების თანამშრომელთა პროფესიული მიღწევები, თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია.

“განვლილ საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად ახალი კორონავირუსით შექმნილი სირთულეებისა, პროფესიონალთა გუნდმა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, ეფექტიანად წარმართა საქმიანობა. საგამოძიებო სამსახური მთავრობის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას წლებია წარმატებით ახორციელებს, რომლის მთავარი პრინციპი და ღირებულება ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კანონიერი საქმიანობის ხელშეწყობაა. მსურს მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული სამსახურისთვის. მჯერა, რომ უწყების საქმიანობა მომავალშიც წარმატებული იქნება“,- განაცხადა სოსო რამიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა.

იხილეთ ვიდეო:ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა