მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყო.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი) მოეწყობა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს. პარალელურად კი გაგრძელდება კვლევის პროცესი.

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პირველადი გეგმა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაც დაიწყო“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს