მიხეილ სარჯველაძე ბესიკ ბოგველზე - უფრო მეტი არგუმენტი შეიძლება იყოს იმის სათქმელად, რომ რეალურად ის შეიძლება იყო აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან

ხელისუფლებას არაფერი გამოსაძრომი არსაიდან არ აქვს, ისეთი მოცემულობა არ არის, რომელშიც ხელისუფლებას დიდი მონდომება უნდა შეემჩნეოდეს, რომ ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს, ეს არის ჩიხი, რომელიც აქვს თავად იმ ხალხს, ვინც შეთქმულების თეორიებზე საუბრობს, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლას და ხომ არ უკავშირდება ბესიკ ბოგველის განცხადება სწორედ ამ მიზანს.

სარჯველაძის განცხადებით,უფრო პირიქით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პირი, სწორედ ოპოზიციურ პარტიებთან შეიძლება იყოს აფილირებული.

„მე არ მგონია, რომ ლოგიკური იყოს და დამაჯერებელი ის არგუმენტაცია, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ ადამიანსა და ხელისუფლებას შორის, ამ განცხადებისთვისაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ლიტონი ვარაუდები ისმის, მე ვშიშობ პირიქით არ აღმოჩნდეს. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი არგუმენტი შეიძლება იყოს იმის სათქმელად, რომ რეალურად ის შეიძლება იყო აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით კი , ნიკა მელიასთვის 40 000 - ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო