სერგი კაპანაძის განცხადებით, კრიზისის განმუხტვისთვის ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი

„დარწმუნებული ვართ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ფუნდამენტურ რეფორმებზე შეთანხმებითაა შესაძლებელი.

„ჩვენ დღეს ველოდებით, რომ კრისტიან დანიელსონი კონკრეტულ დოკუმენტს დადებს იმ თემების ირგვლივ რაც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. ამ წუთში არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია თავის პოზიციას შეიცვლის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. ამას სჭირდება ახალი არჩევნების დანიშვნა და კონკრეტული გზით მისვლა ახალ არჩევნებამდე, პოლიტიკური დევნის დასრულება და ფუნდამენტური რეფორმები. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამის ირგვლივ იქნება დოკუმენტი. შესაბამისად, ვნახავთ რა დოკუმენტი დაიდება, შემდეგ უკვე გვექნება შიდა კონსულტაციები და ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირებთ.

საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯია და ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, რაც ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - თუ იქნება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის დასრულებაზე და ფუნდამენტურ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო:სერგი კაპანაძის განცხადებით, კრიზისის განმუხტვისთვის ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს