სერგი კაპანაძის განცხადებით, ბესიკ ბოგველი „ქართული ოცნების“ დაკვეთით მოქმედებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბესიკ ბოგველი „ქართული ოცნების“ დაკვეთით მოქმედებს.

კაპანაძის განცხადებით, „ყველასთვის ნათელია რას ემსახურება და ვინ არის ამ ყველაფრის უკან“.

„ბესიკ ბოგველის გადაწყვეტილება, რომ გირაო შეიტანოს მელიასთან დაკავშირებით, მგონი, ყველასთვის ნათელია რას ემსახურება და ვინ არის ამ ყველაფრის უკან. როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნების“ გზა, რომ იპოვოს გადაწყვეტა. ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, როგორ დაასრულებს პოლიტიკურ დევნას. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ შეიტანონ გირაო, ეს შეუძლია გააკეთონ, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პროცესუალური და სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმების დარღვევა. მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, პროკურატურას პირდაპირ შეუძლია, რომ გირაო მოხსნას, მაგრამ თუ ამას არ აკეთებენ და სხვა გზას პოულობენ, ესეც ნათელია რატომ კეთდება. აქ არაფერი გასაკვირი არ არის ჩვენთვის, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს „ქართული ოცნების“ დაკვეთით და მათი დავალებით“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით კი , ნიკა მელიასთვის 40 000 - ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა