სახელმწიფო ინსპექტორი - ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება უმნიშვნელოვანესია

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი მიღწევების, განხორციელებული რეფორმებისა და გამოწვევების გაცნობა იყო.

,,ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ არასამთავრობო სექტორისთვის ჩვენი საქმიანობის შედეგებისა და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების ყოველწლიური გაცნობის პრაქტიკას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კოორდინაცია კიდევ უფრო მჭიდრო იქნება იმ გამოწვევების დაძლევის პროცესში, რომელთა წინაშეც სამსახური დგას“, - განაცხადა შეხვედრის გახსნისას ლონდა თოლორაიამ.

სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის სამივე მიმართულება განიხილეს - პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ და საკანონმდებლო გამოწვევებს, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პრაქტიკული საქმიანობის პროცესში აწყდება. მათ შორის, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილ კანონის პროექტს; ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვას და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ასევე, სამსახურის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაძლიერების საჭიროებას.

სამუშაო ფორმატი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები სამსახურის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა