პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ორგანიზაციის პროექტის მენეჯერების ტრეინინგი დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში ორგანიზაციის პროექტის მენეჯერების ტრეინინგი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოდან აცნობეს, ტრეინინგში მონაწილეობას იღებს პროექტის მონაწილე 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ტრეინინგი ორ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ნაწილს 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პირველი ნაწილი მიმდინარეობს 29 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, მეორე ნაწილი კი 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

„ტრეინინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის კომპონენტების გაცნობას, ტრეინინგის პროგრამის თემებისა და მიზნების წარდგენას, დღის წესრიგისა და ტექნიკური საკითხების გაცნობასა და ტრენინგთან დაკავშირებით მოლოდინების გაზიარებას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა