ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე - არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ არაფერი გამოვა

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესის გარდატეხა და შეთანხმებამდე მისვლა, „ჩვენი მეგობრების პოზიციაზე დამოკიდებული, რომლებიც დღეს არიან მედიატორების როლში“.

მისივე თქმით, თუ დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა დღეს მხარეებს უნდა გააცნოს, იქნება საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზებზე, ოპოზიცია ამ წინადადებებს მიიღეებს.

„ნებისმიერ რამეს ველოდები, არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არ ვიცი, დღეს არის განსხვავებული დღე ყველა სხვა მოლაპარაკებების დღისგან განსხვავებით. დღეს მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა და გუშინ რაც გვითხრეს, ან დავთანხმდებით ამ წინადადებებს, ან არ დავთანხმდებით, გააჩნია წინადადებებში რა იქნება. ჩემი აზრით, რამაც შეიძლება გარდატეხოს მოლაპარაკების პროცესი და მიგვიყვანოს შეთანხმებამდე, ეს არის ჩვენი მეგობრების პოზიციაზე დამოკიდებული, რომლებიც დღეს არიან მედიატორების როლში და ეს პოზიცია არ უნდა იყოს ზოგადი მოწოდებები ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე და ორივე მხარის მხრიდან კომპრომისებზე, იმიტომ, რომ არ მგონია, მე ვიყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ 8 წელია ხელისუფლებაშია „ოცნება“ და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, პოლიტიზირებულია, არჩევნები არ ტარდება წესიერად და ა.შ.

ყველა ის პუნქტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა ასახავს იმას, რა დღეშია ქვეყანა და ასევე, კომპრომისი მესმის ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ კომპრომისი ვერ იქნება იმაზე სასამართლო დამოუკიდებელი იქნება თუ არ იქნება, არჩევნები ჩატარდება წესიერად თუ არ ჩატარდება. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება - თუ იქნება იქ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება, ბარიერის ქვემოთ დაწევა, მაშინ მგონია, რომ ოპოზიცია ამას დათანხმდება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს