კრწანისში, მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კრწანისის რაიონში, მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდათ. კერძოდ, რეგულარულად მიეწოდებათ სასმელი წყალი, აღარ არის დატბორვის საშიშროება. ამასთან, თავისუფლად გადაადგილდებიან, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ასევე, მსუბუქი და სატვირთო მანქანები.

„გზის საფართან ერთად, ტროტუარი და ბორდიურებიც მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდა პანდუსები და სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 241 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე პროცესს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

გამგეობა საგზაო საფარის მოწესრიგებას პარალელურად სხვადასხვა მისამართზე აგრძელებს. მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 48 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 65 მისამართზე შეიცვალა” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს