გიორგი ვაშაძე - ჩემთვის პრინციული და მნიშვნელოვანია, რომ 5-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში - პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა იმაზე არ არის საუბარი, რას დათანხმდება „ოცნება“ და რას დათანხმდება ოპოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. იმედი მაქვს ისეთი შემოთავაზება იქნება მედიატორების მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“. ჩემთვის პრინციული და მნიშვნელოვანია, რომ 5-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში. პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ. ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლიობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა