საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს, თუ რამდენად პასუხობს ორგანიზაციის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

ასევე, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზაციის პოლიტიკის გენდერული ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

„მიღებული შედეგების გაცნობის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ვაშაკიძემ გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტებმა, პროკურატურის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებს თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული საკითხების ჩართვა ორგანიზაციის ამოცანებში, პროგრამებსა და მათი განხორციელების ციკლში, ინფორმაციისა და ცოდნის მართვა ორგანიზაციის შიგნით, გენდერული თანასწორობის ასახვა ორგანიზაციის პროდუქტებსა და საზოგადოებრივ იმიჯში, ადამიანური რესურსების მართვაში გენდერული პოლიტიკის განხორციელება, თანამშრომლების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მიღწევების აღქმა და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის საფუძველზე შემდგომი აქტივობები დაიგეგმება და განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურაში გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა