თამარ იოსელიანი - ფოთის საზღვაო სასწავლებელი აგრძელებს განვითარებას, აღჭურვას და თავისი შესაძლებლობების ზრდას საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში, ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სიმულატორი სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ გადასცა.

„ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი ჯერ კიდევ არ გამოიყენება ქართულ პორტებში, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება უახლოეს მომავალში ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლოატაციისათვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

მისი განცხადებით, ქვეყნის საზღვაო დარგის მდგრადი განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ერთის მხრივ, სახელმწიფო პირდაპირი გზით უჭერს მხარს საზღვაო სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და მეორე მხრივ, ქმნის მათი განვითარების პირობებს ქვეყანაში საზღვაო დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდისა და საგადასახადო შეღავათების სისტემის შექმნის გზით.

„ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ამ ცენტრის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან“, - აღნიშნა იოსელიანმა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენის განცხდებით, სანავსადგურე ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით“, - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო