მამუკა ხაზარაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ ასეთი დონის ჩართულობა ევროპას და მის პირველ პირებს საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ ასეთი დონის ჩართულობა ევროპას და მის პირველ პირებს საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, გამოსავალი უნდა მოინახოს.

„ვფიქრობს, რომ ამდენი ხსნის კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობდა და ამ სიმძიმის ეპიცენტრის გადმოტანა ევროპიდან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მაინც უფრო მიმანიშნებს, რომ გამოსავალი უნდა იქნას ნანახი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი იქნება შეჯერებული დოკუმენტი.

„თქვენ იცით, რომ ეს დოკუმენტი ექვსი პუნქტისგან შედგება. მთავარი პუნქტებია პოლიტპატიმრების, რიგგარეშე არჩევნების თემები და მასთან მისასვლელი გზები. რაც ყველაზე მთავარია, გაწერილია ის რეფორმები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა და ა.შ. თუ ეს საკითხები არ იქნა გაწერილი და რაც ყველაზე მთავარია, მათი მონიტორინგით არ განხორციელდა, მაშინ ამ დოკუმენტს არანაირი აზრი არ ექნება...ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობა პრეზიდენტ მიშელის, ევროკავშირიდან ნომერი პირველი პირის, პოლიტიკოსის მედიატორობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოლაპარაკების ძალიან მაღალ დონეზე ვართ. ჩვენ ბევრი განცხადებები მოგვისმენია, ამიტომ, ახლა წინასწარ კომენტარს არ გავაკეთებ, მაინც მინდა, რომ ვნახო დოკუმენტი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, „ოცნება“ ვერ აცნობიერებს, საერთოდ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, და რა ქვეყანა უნდა ავაშენოთ“.

„იცით ჩემი დამოკიდებულება, „ოცნებას“ არ გააჩნია ხედვა, გეგმა და არანაირი კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან. ამიტომ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე მაინც დაველოდები დოკუმენტს, რომელიც ახლა, ყველამ ერთად უნდა ვნახოთ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. ორი კონკრეტული მაგალითი გვაქვს, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. „ლელო“ არ მოაწერს ხელს, თუ მელიას და რურუას გათავისუფლება არ იქნება მიღწეული და არ იქნება ისეთი მექანიზმი ჩადებული, რომ ადამიანებით ვაჭრობა, არათუ ამ ხელისუფლებას, საერთოდ მომავალ ხელისუფლებას არასდროს შეეძლოს. მე არ ვარ მომხრე და განწობილი, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს, მიხედავად მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლისადმი ჩემი დამოკიდებულებისა. მაინც მგონია, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისს უნდა მივაღწიოთ, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ალბათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ნაბიჯსაც გადადგამენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა ხაზარაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ ასეთი დონის ჩართულობა ევროპას და მის პირველ პირებს საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე არ ჰქონია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა