ნათია თურნავა - სახელმწიფო ვალის შემცირება მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება

მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ვალის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმაშია მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებლების განმტკიცება.

„ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გაეზარდა საგარეო ვალი პანდემიის პირობებში. მომდევნო წლებში, მოხდება სახელმწიფო ვალის შემცირება. რომ არა პანდემია და მასთან დაკავშირებული სოციალური და სამედიცინო ხარჯები, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა. სწორედ ამის სჯერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, დონორ ორგანიზაციებს და სარეიტინგო ორგანიზაციებს, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული რეიტინგი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება