„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით, „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში“ ამწე საშუალებების სიმულაციური ლაბორატორია განთავსდება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში“ ამწე საშუალებების სიმულაციური ლაბორატორია განთავსდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის საზღვაო სასწავლოსაწვრთნელ ცენტრს“ ამწე საშუალებების სიმულატორი გადასცა.

„ამგვარი სოლიდური ინვესტიცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ხანგრძლივ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულობას და წარმოადგენს ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით, ფოთში, როგორც ქვეყნისა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრში, უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე ზრუნვის ნათელ მაგალითს. მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით”, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

„აღნიშნული სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის, როგორებიცაა: სანავსადგურე მობილური ამწე (MHC), გემი-ნავმისადგომი ტიპის ამწე (STS), პნევმოთვლიანი ჯოჯგინა ამწე (RTG), საკონტეინერო ავტომტვირთველი, ჩანგლიანი ავტომტვირთველი და ექსკავატორი. მითითებული თანამედროვე ტექნიკის ტიპებიდან ორი - STS და RTG, დღესდღეობით არ გამოიყენება ქართულ ბაზარზე, მაგრამ მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ფოთის ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურში წარმოქმნილი საჭიროებების კვალდაკვალ. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ხარისხიანი განათლების პუნქტია და შესაბამისად, კომპანია გამორჩეულად უჭერს მხარს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.

სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ფოთში საზეიმოდ მოეწერა ხელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო