სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი მიიტანეს, რომელითაც კრისტიან დანიელსონს მიმართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს წერილით მიმართეს.

აქტივისტებმა წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიიტანეს, სადაც მედიატორის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, წერილში საუბარია, იმ სისხლის სამართლის დევნაზე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„წერილი მოვუტანეთ კრისტიან დანიელსონს, რომელშიც არის დეტალურად აღწერილი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მიმდინარე პოლიტიკური დევნა, მიდის სისხლის სამართლებრივი გამოძიებები, რომელიც უკვე 20-მდე ჩვენგანზე დაიწყო კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო და აქ აღნიშნული არის ის ფაქტიც, რომ დევნის ბოლო ფაქტები განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები, როდესაც ჩვენი პარტნიორები გადავიდნენ მედიაციის პროცესზე, როდესაც ღარიბაშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, არ უნდა მიმდინარეობდეს აქციები და უნდა იყოს სიმშვიდე. ამის პარალელურად, მათ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვენს წინააღმდეგ და ეს ყველაფერი არის დეტალურად აღწერილი და ვთხოვთ, რომ მედიაციის პროცესში ეს ყველაფერი მხედველობაში მიიღოს“, - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი მიიტანეს, რომელითაც კრისტიან დანიელსონს მიმართავენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს