სერგო ჩიხლაძე - თუ დოკუმენტიდან რომელიმე საკითხი იქნება ამოღებული, შეთანხმება ვერ შედგება, ამას არც დავუშვებთ

თუ დოკუმენტიდან რომელიმე საკითხი იქნება ამოღებული, შეთანხმება ვერ შედგება, აზრი არ ექნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი საერთოდ არ იქნება საინტერესო, თუ რომელიმე პუნქტი იქნება ამოღებული.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს არ მოაწერს იმ დოკუმენტს, სადაც არ იქნება ასახული ფასილიტატორი ელჩების საშუალებით შემუშავებული 5 - პუნქტიანი გეგმა.

“დოკუმენტი საერთოდ არ იქნება საინტერესო, თუ რომელიმე პუნქტი იქნება ამოღებული. ამაზე საჯაროდ გვაქვს განცხადება გაკეთებული. გუშინდელ შეხვედრაზეც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ეს დააფიქსირდა. ხუთივე საკითხი უნდა იყოს განხილული. აქ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს ვადამდელი არჩევნების გზებზე, ვადებზე და ასე შემდეგ. ტაქტიკური საკითხები შეიძლებას სხვადასხვანაირად აღიქვან პარტიებმა, მაგრამ ის, რომ საკითხი არ იყოს ამას, არც დავუშვებთ, თუ ასეთი რამე მოხდება, ვერ შედეგება შეთანხმება. ვიცი ჩემი კოლეგების, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, მათი პარტიების პოზიცია, თუ რომელიმე საკითხი იქნება ამოღებული, პატიმრების თემა, სასამართლო, თუ საარჩევნო სისტემა, უბრალოდ ვერ შედგება, აზრი არ ექნება ამ შეთანხმებას. შეთანხმების მიღწევაზე გადის დაპირისპირების დასრულება“, - აცხადებს ჩიხლაძე.

რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაძლოა, იმ პარტიების რიგში აღმოჩნდეს, ვინც ხელს მოაწერს შეთანხმების დოკუმენტს, ახალი არჩევნები ჩანაწერის გარეშე, სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ მცდარი ინფორმაციაა და არ იცის თუ „ვინ გაავრცელა ეს ტყუილი“

ამასთან, სერგო ჩიხლაძე დასძენს, რომ მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 დეპუტატიდან 3 პარლამენტში შესვლას ფიქრობს ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმების გარეშე. „ ეს არის ტყუილი, ვინც ამას ავრცელებს მიზანმიმართულად თუ აკეთებს მიზანმიმართულად ტყუის, თუ შეყვანილია შეცდომაში, არ ვიცი“, - განმარტავს ჩიხლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა