გია ვოლსკი - გააფთრებული ბრძოლა იმისთვის, რომ ნიკა მელია დაეჭირათ, სერიოზული საფუძველია, ვიფიქროთ, რომ “ნაცმოძრაობას“ არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს

ასეთი გააფთრებული ბრძოლა იმისთვის, რომ ნიკა მელია დაეჭირათ და ციხიდან არ გამოვიდეს, არის სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა იმისა, რომ ნიკა მელიამ თანხა გადაიხადოს და ამის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რეალურია.

“მელიას დაპატიმრება თავიდანვე გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რა საკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს. მიზანიც სწორედ ეს იყო. “დაიჭირეთ მელია“ - ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აქვს მოლოდინი იმისა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.

“ვერავინ უარყოფს იმაზე, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. “ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო