კონკურსი "ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის" გამოცხადდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: ,,ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 4 საუკეთესო პოსტერს შეარჩევს.

„კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულ საჯარო სკოლას;კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი; ნამუშევრების წარდგენის ვადაა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აპრილი; კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge

საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი - 598 60 50 20

იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში ან/და შექმნილი აქვს ოფიციალური გვერდი, სასურველია ნამუშევარი დამატებით აიტვირთოს შემდეგი მონიშვნებით: #სახელმწიფომინისტრისაპარატი #ქართულიენაუკეთესიმომავლისთვის

სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 4 საუკეთესო პოსტერს.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს სლოგანი (დევიზი) და გრაფიკული ელემენტებისგან შექმნილი ელექტრონული ან ხელით შესრულებული ნახატი; პოსტერის შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს საკონკურსო თემატიკასთან მიმართებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს