იაგო ხვიჩია - ამაზე ახლოს არ ვყოფილვართ პროცესთან, რომ რამე გამოსულიყო

ვადამდელი არჩევნები ჩემთვის “წითელი ხაზი” არ იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განმარტა, „გირჩი“ ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, თუ ის მორალურად მიუღებელი იქნება.

„მაგალითად პოლიტპატიმრები სხედან ისევ ციხეში. არის რაღაც საკითხი, რომელიც მორალურად “ტეხავს”, ფიზიკურად გაზიანებს. ხვალ რომ მე დამიჭირონ და ნიკა მელია წავიდეს ასეთი ტიპის გადაწყვეტაზე ისე, რომ მე ციხეში დამტოვოს, ამას მე ვერ ამიხსნის ვერასდროს და არც მე არ მინდა ასეთი საქციელი ჩავიდინო. ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება და როცა ასეთი გაჭირვებაა და მიტოვება ტეხავს, არ უნდა მივატოვოთ. ასე ვუყურებ მე ამ ამბავს. ვადამდელი არჩევნები ჩემთვის წითელი ხაზი არ იქნება. მე ვაღიარე ეუთო/ოდირის დასკვნა და შესაბამისად ლოგიკურია, მე ეს პოზიცია რომ მაქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ამაზე ახლოს არასდროს ყოფილან.

„ამაზე ახლოს არ ვყოფილვართ ამ პროცესთან, რომ რამე გამოსულიყო. გუშინ კრისტიან დანიელსონმა თქვა, მე დავდებ დოკუმენტს, რომელზეც ვნახავ რა პოზიცია გექნებათო და ეს მაძლევს იმედს. ფაქტია, რომ ევროკავშირი საკუთარი რეპუტაციით გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ ან გვჯერა, რომ რაღაც გამოვა ამ საქმიდან, ან არ გვჯერა. სინამდვილეში, დაჯერება - არ დაჯერება ჩვენს ევროპელ მეგობრებზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორ ვუყურებთ მათ, ამის მიხედვით გჯერა ან არ გვჯერა. ვფიქრობ, იქ საკმარისი ოდენობის პოლიტიკოსია იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეხმარონ იმის გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია ახლა ამ ხალხთან სწორი ურთიერთობა. დამოკიდებულებაა შეცვლილი, რაც გუშინ დავინახეთ, ადამიანმა თქვა, მე ჩემს წინადადებას დაგიდებთ და ჩამოყალიბდით, რა გინდათო. ასეთი ტიპის პრინციპულობა, რომ მე გადავწყვეტ მტყუან - მართალსო, შანსს აჩენს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო