თორნიკე შარაშენიძე - თუ მთავრობა აკეთებს კეთილი ნების ჟესტს, უშვებს რურუას და მელიას, საპასუხო დათმობა კი იქნება ის, რომ ერთი-ორი პატარა პარტია პარლამენტში შევა, ჩათვალეთ, „ოცნებამ“ გაიმარჯვა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას და ნიკა მელიას გაათავისუფლებს, საპასუხოდ კი რამდენიმე პარტია პარლამენტში შევა, მოგებული „ქართული ოცნება“ დარჩება.

ამის შესახებ შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„თუ ეს ინფორმაცია მართალია და ამაში ლოგიკაც არის, ამით მთავრობა აკეთებს კეთილი ნების ჟესტს, უშვებს რურუას და მელიას. მელიას თან ისე უშვებს, რომ გირაოს ევროკავშირი უხდის, ანუ დათმობას აკეთებს თვითონ და შეუძლია თქვას, რომ საპასუხოდ მეც დამითმონ რაღაცო. საპასუხო დათმობა იქნება ის, რომ თუ ერთი ან ორი პატარა პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ჩათვალეთ, ამ ეტაპზე „ოცნებამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისი შეიძლება გარკვეულწილად განიმუხტოს, თუმცა დარჩება სხვა ყოფითი პრობლემები, რომლებიც მოქალაქეებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ხელისუფლებისა და ოპოზიციის „კინკლაობა“.

„პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა ნიკა მელიას საკმაოდ უხეში ფორმით დაკავებამ. იქამდე ჩამკვდარი იყო პოლიტიკური ცხოვრება და მდორე რეჟიმში იყო გადასული. ახლა მელია გამოდის, რურუაც გამოვა, კიდევ ერთი-ორი პატარა პოლიტიკური პარტიაც თუ შევა, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“იგებს ამ ეტაპზე. მაგრამ ყოფითი პრობლემები ხომ არსად მიდის? ამაზე მუშაობაა საჭირო ძალიან სერიოზულად. პოლიტიკური კრიზისით არ მთავრდება ყველაფერი, წინ გველის ეკონომიკური კრიზისი და მოქალაქეებს ეს უფრო ადარდებთ ვიდრე ამათი კინკლაობა, რომელიც არ დასრულდა აქამდე“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს - გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს. ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა