პაატა მანჯგალაძე - თუ არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, გაგვიჭირდება ტექსტზე დათანხმება

ამ წუთას ჩვენ იმ პირობით ვმონაწილეობთ მოლაპარაკებების პროცესში, რომ თუ არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, გაგვიჭირდება ტექსტზე დათანხმება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ვადამდელი არჩევნები გამყოფი ხაზია.

„თუ საერთო ოპოზიციურ ფორმატში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩენ ამ პროცესს არ გამოვაკლდებით, მაგრამ ჩვენთვის გამყოფი ხაზია ნამდვილად. მაშინ რა გამოვიდა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოტივივით დაკავებული ადამიანების სახით აიყვანა მძევალი, ახლა გვიბრუნებს მას და პროცესი რჩება იქ, სადაც იყო. ეს არასწორი იქნება. არც უნდა აკადროს „ქართულმა ოცნებამ“ ერთ მილიონ ამომრჩეველს, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიციური პარტიები, რომ ამ ტონში და ასე ელაპარაკოს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული 5 პუნქტიდან, ყველა მნიშვნელოვანია.

„პრეზიდენტ მიშელის ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება და მეექვსე პუნქტი პარლამენტში შესვლის პროცედურულ საკითხს ეხება, ყველა საკითხი მისაღებია, დღეს თუ აღმოჩნდება, რომ აქედან რომელიმე საკითხი დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“ ან რომელიმემ მხარემ, ეს „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელი იქნება, რადგან ჩვენთვის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია - ვადამდელი არჩევნების საკითხი. საკითხი ადგას ასე, არა ის, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ან ოპოზიციას, არამედ ის, რომ, მოდი ამ კრიზისის გადაწყვეტაში შემოვიყვანოთ ხალხი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა განიხილოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზაც და ვადამდელი არჩევნების თარიღიც“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა