ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

როგორც "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, ოპოზიციამ საკვანძო მოთხოვნებზე, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, პოზიცია არ უნდა დათმოს.

"მადლობას ვუხდით სრულიად ოპოზიციურ სპექტრს იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. მოვუწოდებთ ოპოზიციას, მყარად დადგნენ თავიანთ პოზიციაზე და არ დათმონ ორი საკვანძო საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც უკან დაიხევს, საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაქციას მიიღებს, ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდებათ. "ქართული ოცნება" დესტრუქციული ძალაა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, ისინი ეცდებიან ჩაშალონ მოლაპარაკებები. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ და მომავალში პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა, ასევე ვადამდელი არჩევნები არის უმთავრესი, რაზეც ოპოზიციამ ბოლომდე უნდა გაიტანოს ქართველი ხალხის პოზიცია",- განაცხადა კუპრავამ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება