კახა კახიშვილი - ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ხალხზე ფიქრობს - ეს არის "მუსკულების" თამაში ერთმანეთის მიმართ

მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ხალხზე ფიქრობს - ახლა ეს არის "მუსკულების" თამაში ერთმანეთის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამაში „ქართული ოცნება“, კახიშვილმა განაცხადა, რომ “ყველას გულისხმობს”.

„დღეს არის ძალიან მძიმე პანდემიური მდგომარეობა. შეხედეთ რამდენი გაჩერებული ბიზნესია, ხალხს უჭირს. ამ ფონზე, როდესაც ხალხს უჭირს და ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტად უნდა გავიშალოთ ველზე, ამ ადამიანებთან შეხვედრა გვქონდეს, ვკვეცავთ, ვცვლით თემას თემაში“, - აცხადებს კახიშვილი.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც წლები გაატარა, ვერ გააკრიტიკებს, თუმცა შეიძლება რაღაც მოსწონდეს, რაღაც - არა.

„მე ოპოზიციაში ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, ვისთანაც გავატარე ბევრი წელი, არ ვუდგები. შეიძლება სადღაც წავიდე და ვიყო ჩემთვის, მაგრამ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ბევრი წელი გავატარე, ვერ დავჯდები და ვერ გავაკრიტიკებ. არის რაღაცები, რომ ადამიანმა წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს. იყავი 20 წელი, ყველა თანამდებობა შეიცვალე და ახლა წახვედი, ვის საქმეებს აკრიტიკებ? ამდენი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ, დღეს შეიძლება რაღაცა მომწონდეს, რაღაცა არ მომწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თუ არ მომწონს, წავიდე და მეორე დღეს ჩემი მეგობრების ლანძღვა დავიწყო, მეგობრების კი არა, თანაგუნდელების უბრალოდ, რომელთანაც კავშირი არ მქონია არანაირი, არც მეგობრული, მაგრამ ლამაზი არ არის“, - განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, კახიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

„24 საათი მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის. მე მაგის პრობლემა არც არასდროს მქონია, არც მექნება და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამას“, - განაცხადა კახიშვილმა.

დეპუტატმა გადაცემაში ისაუბრა ასევე ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც მათივე ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი პუნქტებია მოცემული.

„რაც წაიკითხეთ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პარალიზება უნდა მოხდეს. გაყალბდა არჩევნები? - მაშინ დამისახელონ არჩევნები, სადაც ამხელა რაოდენობით ოპოზიცია შესულა. ერთადერთი არჩევნები იყო, სადაც თითქმის ყველა ოლქში იყო მეორე ტური, მათ შორის თბილისში, ოღონდ ყველა ოლქში იყო მეორე ტური. ყველა საერთაშორიო ორგანიაზაციამ, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, თქვა, რომ არ იყო ისეთი გაყალბებები, რომ ჰქონოდა შედეგზე გავლენა. მეტი რაღა ვქნათ? თუ მაინც კიდევ ვსაუბრობთ იმაზე „ეს მომეცი, ის მომეცი“, 5 კომიტეტი, გენპროკურორი, ვინღა დარჩა? შინაგან საქმეთა მინისტრიც უნდათ ალბათ, ხომ? რაღა აზრი აქვს ამ არჩევნებს? მაშინ წავალთ და მოვიდნენ. თუ ეს უნდა საზოგადოებას, ძალიან მალე გაიხსენებენ იმ პერიოდს, რა პერიოდიც იყო ამ ქვეყანაში და ნახავენ მერე, მოენატრებათ ეს დრო“, - განაცხადა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა