კრისტიან დანიელსონი - მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში, იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები

კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწრაფებებს სჭირდება კომრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია, - ამის შესახებ მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, დღეს არ ყოფილა მზაობა იმისა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე, რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“, - განაცვხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო