კრისტიან დანიელსონი - მინდა ყველა მოქალაქეს მივმართო: ვიცი, რამდენად ელოდებოდით, თუ რა მოხდებოდა - ევროკავშირი კვლავ მზად არის, რომ საქართველოს დაეხმაროს

ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის, რომ საქართველოს დაეხმაროს.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივმართო, ვიცი, რამდენად ელოდებოდით, თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას, მაგრამ ასევე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც პროცესის მსვლელობაში იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს და ასევე, მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქების პროცესში, ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები, ჩემს დარწმუნებას ჩავიტან, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, - განაცხადა დანიელსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა