ალეკო ელისაშვილი - ხუთი საკითხიდან სამზე შევთანხმდით - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა

პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები ხუთიდან სამ საკითხზე თანხმდებოდნენ. ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„საერთო ჯამში, შეთანხმება ისევ არ არის. ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით. საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე - პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების, არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება ამბობს არაო და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თითქმის ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისი და მზაობა, მე პირადად ვერ ვნახე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო