მედიატორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს

მედიატორ კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული წინადადებიდან, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, ერთ-ერთი თავი პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას ეხება, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ხუთ კომიტეტს უხელმძღვანელებენ.

დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს აღნიშნულია, რომ ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: 1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი 5. საგარეო საქმეთა კომიტეტი.

„პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

  • სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]
  • პარტიები იზრუნებენ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტის თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

იხილეთ დოკუმენტის ტექსტი:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა