ირაკლი კობახიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა

არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტები რომ არ არსებობს, ამის დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ PVT სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბდა. ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა, ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნა და ა.შ. ყველაფერზე უარი თქვეს და რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11 ათასმა პარტიულმა კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომელსაც შემდეგ თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ასევე ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, ნული მტკიცებულებებია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით“,- განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო