მედიატორის დოკუმენტში საუბარია, ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებაზე, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება

მედიატორ კრისტიან დანიელსონი პარტიებს 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის ამნისტიას სთავაზობდა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, დოკუმენტზე ხელის მოწერით პარტიები ვალდებულებას იღებდნენ ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ.

გარდა ამისა, დანიელსონის ინიციატივით, პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო უნდა ყოფილიყო უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები: 1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები. 2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, მედიაციის მეორე რაუნდი დღეს რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იხილეთ დოკუმენტის ტექსტი:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა