მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია, პირადად „ლელო" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშეკრულება შედგეს, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ უნდა იყოს კოსმეტიკური

მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ოპოზიცია, პირადად „ლელო" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშეკრულება შედგეს, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ უნდა იყოს კოსმეტიკური - ჩვენ ნამდვილი ხელშეკრულება გვჭირდება, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ევროკავშირი და აშშ-ი დგას საქართველოს სახელმწიფოს გვერდით, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხარდასაჭერად.

„დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ხუთი საკითხი, რომელთაგან სამს ერთხმად დავეთანხმეთ და დანარჩენ ორ საკითხზე გადავედით. არის ამნისტიის თემა. აქ დასაზუსტებელია პროცედურული საკითხები. იმედია, ეს საკითხები შეთანხმდება, რაც დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილ ნებაზე. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ეს თემა გაგრძელდება, როცა ბატონი დანიელსონი მოახსენებს პროგრესს, რასაც ოპოზიციის მხრიდან მივაღწიეთ. იგი საუბარს პრეზიდენტ მიშელთან გააგრძელებს და ალბათ ღია საკითხს უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით.

იმედია, რომ ყველაფერი ბოლომდე მივა. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ოპოზიცია დღესაც იყო ძალიან კონსტრუქციული. სამწუხაროდ, მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მესვეურთა მხრიდან ვერ ვნახეთ. არის მცდელობა იმისა, რომ რაღაც გადაბრალებები მოხდეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის აზრით, ამნისტიის გარშემო შეთანხმება მიღწეული იქნება. როგორც მან განმარტა, საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ ადამიანებზე და აქ ორივე მხარე იგულისხმება.

"ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ რურუა, რომელიც ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილეა, არაფერ კავშირშია პოლიტიკასთან, რაც აბსურდია. რურუა არის ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებელი. მერე წავიდა იმაზე საუბარი, რომ ტელევიზიაში ცოტა ფული აქვს ჩადებული და სერიოზული დამფუძნებელი ვერ იქნება. ბევრი აბსურდი მოვისმინე", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს