გიგა ბოკერია - არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს

პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც თანხმობა მივეცით, მკაფიოდ ეწერა ორი საკვანძო საკითხი - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ იყო, რაც მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისათვის, “არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს”.

"ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლია თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის პარტნიორების მიმართ აგრესიული განცხადებებით და ასეთ დოკუმენტზე ხელის არ მოწერით შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს არის მძიმე რეალობა, აქედან გამომდინარე ვერ შედგა შეთანხმება და ჩვენი ამოცანები არის იგივე, რაც იყო დღემდე, ქვეყნის შიგნით ამ ადამიანებისათვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა, სანამ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ მათზე წნეხი გაიზარდოს.

ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც თანხმობა მივეცით, მკაფიოდ ეწერა ორი საკვანძო საკითხი - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები, დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის, რაც მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო. ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას. ჩვენ იმ საკითხებზე, რომელზეც კარგად იყო ნამუშევარი, ამ საკითხთან შედარებით, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით. ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, „ოცნებამ“ ამ სამსაც ხელი არ მოაწერა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს მდგომარეობა დამღუპველია ქვეყნისთვის, მაგრამ დამღუპველია მათთვისაც, ამიტომ უნდა ,,მოვიყვანოთ აზრზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:“ეს არის მძიმე რეალობა, ჩვენთვის არ არის სიახლე, სამწუხაროდ აქედან გამომდინარე ვერ შედგა შეთანხმება“ - გიგა ბოკერია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო