ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ 3 მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტიაა, ასევე „გირჩი-მეტი თავისუფლება“, რომელსაც თავისუფლების არაფერი სცხია

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მედიატორის მონაწილეობით დღეს გამართული მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მხრიდან პოზიციები ორად იყო გაყოფილი.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ 3 მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტიაა.

„პოზიციები ორად იყო გაყოფილი. ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ძირითადად ეს გამოხატულია 3 პარტიაში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“. ეს არის 3 მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტია. სხვა პარტიებს თემებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად დაბალანსებული და კონსტრუქციული პოზიციები ჰქონდათ. დამავიწყდა „გირჩი-მეტი“ თავისუფლება, რომელსაც თავისუფლების არაფერი სცხია, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში იყო.

„როდესაც მოლაპარაკებები წარმოებს, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავარკვიოთ ზოგადად მტყუან - მართალი და ვნახოთ, რა პოზციასთან გვაქვს საქმე და რა ხელისუფლებასთან. სად არიან კრიმინალები და სად არ არიან. სად არიან მოღალატეები და სად არ არიან, სად არიან დესტრუქციულები და სად არიან კონსტრუქციულები, პირველ რიგში, ეს უნდა გავარკვიოთ და აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი იქნება იმის გათვალა, თუ ვისი თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ეს იყო რა თქმა სააკაშვილის და მისი თანამზრახველის ინტერესებში“,-განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ მედიატორის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე საუბარი არ ყოფილა.

„სად ჩამომსვლელია სააკაშვილი, მაგას როგორ იტყვის თავმოყვარე დიპლომატი. როგორ შეიძლება ეს ეთქვა რომელიმე დიპლომატს, რომ საქართველოში ჩამოვა სააკაშვილი, რომელიც 5 წელია ჩამოდის და ვერ ჩამოვიდა. რისი თავი აქვს სააკაშვილს, რომელი ჩამოსვლის?!“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდება იქნება, „ქართული ოცნება“ მზად არის დიალოგისთვის.

„იკარგება ძვირფასი დრო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების და პრობლემების გადასაჭრელად. მუდმივად ამ რეჟიმში ამყოფებენ ქვეყანას, ესეც მათ დესტრუქციულ ბუნებას აჩვენებს. არ აინტერსებთ ქვეყანა, ეს არის მათი დამოკიდებულება ამ სახელმწიფოს მიმართ. თუმცა, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება იქნება, ჩვენ მომავალშიც მზად ვიქნებით, რომ ასეთი ტიპის დიალოგში ჩავერთოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს