ირაკლი კობახიძე - სად ჩამომსვლელია სააკაშვილი - რისი თავი აქვს?

სად ჩამომსვლელია სააკაშვილი, მაგას როგორ იტყვის თავმოყვარე დიპლომატი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მედიატორის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე საუბარი.

ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სად ჩამომსვლელია სააკაშვილი, მაგას როგორ იტყვის თავმოყვარე დიპლომატი. როგორ შეიძლება ეს ეთქვა რომელიმე დიპლომატს, რომ საქართველოში ჩამოვა სააკაშვილი, რომელიც 5 წელია ჩამოდის და ვერ ჩამოვიდა. რისი თავი აქვს სააკაშვილს, რომელი ჩამოსვლის?!“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:“სად არის ჩამომსვლელი სააკაშვილი... რისი თავი აქვს“ - შეკითხვა, რომელმაც ირაკლი კობახიძე გაახალისა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს