სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,ევროპული საბჭოს პრეზიდნენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

"ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში ჯერ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ქრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.

წინადადების პუნქტებია: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა