აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამჭვირვალე, ობიექტურ და დროული გამოძიების მნიშვნელობას

სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამჭვირვალე, ობიექტურ და დროული გამოძიების მნიშვნელობას, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში.

„25 იანვარს, გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შესახებ, რომელიც მას პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდის დროს უსაფრთხოების ძალებმა მიაყენეს. გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიება შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო. 2 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ თებერვალში საქმის მასალების განხილვის შემდეგ, მან გენერალურ პროკურორს გამოძიების ხელახლა დაწყება სთხოვა. მან ”აუცილებლობად” მიიჩნია გამოძიების ხელახლა დაწყება, რადგან ”რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება” არ ჩატარებულა. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზი, ამტკიცებდა, რომ მკვლელობა გაუმართლებელია. სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების მნიშვნელობას; 2019 წლის აგვისტოში მალხაზ მაჩალიკაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვების მიზნით კამპანია დაიწყო, რათა პარლამენტში დაეარსებინა საგამოძიებო კომისია. 2019 წელს სახალხო დამცველმა სთხოვა პარლამენტს, გამოეკითხა გენერალური პროკურატურა გამოძიებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს "აჩვენებს სისტემურ პრობლემებს" უწყებაში,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო