ალუდა ღუდუშაური - ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება," როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარესაა კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია

ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება," როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გუშინდელი მოლაპარაკებების უშედეგოდ დამთავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ სვამენ ტოლობის ნიშანს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, მაშინ როცა "ქართული ოცნების" დღის წესრიგი ნაკარნახევია სახელმწიფოებრივი ინტერესებით, ხოლო ოპოზიცია არის დარჩენილი ქუჩაში, კარვებში და დესტრუქციაში.

"პრაქტიკულად მოვისმინეთ ძალიან მკაფიოდ “ქართული ოცნების” პოზიცია, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო იმ მოლაპარაკებებზე ჩვენი მედიატორების მხრიდან, გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების განცხადებები. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია.

"ქართული ოცნება" პასუხისმგებლობით უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგი აგებულია ქვეყნის ინტერესების საფუძველზე, ხოლო ოპონენტების ინტერესი ნაკარნახევია პირადად მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტკურმა პარტიამ არ მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო