ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, მდინარე ფოლადაური კი ხრამის აუზის პოპულაციის კალმახით დაათევზიანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ და სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობის ერთწლიანი მოზარდი, „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახი და 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითი - ე.წ. “თვალების სტადიაზე” გაუშვეს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.

როგორც ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა, რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი უნდა ჩანაცვლდეს.

„სააგენტო ასევე მუშაობს კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდაზე შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო